მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ხელისუფლების ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვია. 60-მდე დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა მარტში გააფრთხილა მოსკოვი მასობრივი თავშეყრის ადგილას მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.