საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად, რომში „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში ჩავიდა.
იგი 18 მაისს, ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახლად არჩეული პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაში ასევე იმყოფებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.



