შევხვდები პუტინს, როგორც კი შევძლებთ ამის ორგანიზებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერება.
„ახლა სახლში ვბრუნდები და შემდეგ ვნახავთ, რა მოხდება რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები. ყოველ კვირაში საშუალოდ 5 ათასი ახალგაზრდა იღუპება ომში, რომელიც არსად მიდის. ეს სირცხვილია. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ყველა ამბობდა, რომ პუტინი მიდის მოლაპარაკებებზე, ზელენსკი მიდიოდა მოლაპარაკებებზე. მე ვთქვი, თუ მე არ ჩავალ, გარანტიას გაძლევთ, პუტინიც არ ჩავიდოდა. და ის არ ჩავიდა. მე მესმის ეს. ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას. მე შევხვდები პუტინს, როგორც კი შევძლებთ ამის ორგანიზებას“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო ახლა უფრო უსაფრთხოა, ხოლო ორ ან სამ კვირაში კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება.
„ჩვენ სხვა საქმეებიც გვაქვს გასაკეთებელი. ასევე გვაქვს სიტუაცია ირანთან, რითიც დავკავდებით ამა თუ იმ გზით, ეს იქნება კეთილი გზა ან არ იქნება კეთილი გზა. არაკეთილი გზა მათთვის ცუდია, ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, ეს გრძელი გზა იქნება. ჩვენ ვაპირებთ გავუმკლავდეთ ძალიან სერიოზულ სიტუაციებს. ჩვენ ვუყურებთ ღაზას და დავკავდებით ამ საკითხით. უამრავი ადამიანი შიმშილობს, ბევრი ცუდი რამ ხდება იქ“, – აღნიშნა ტრამპმა.