Sunday, May 18, 2025
19.4 C
Tbilisi

ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს – ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და თქვენზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის. როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების – პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენ შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს. მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები. შევთხოვ უფალს, წარმატებულ-ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები