ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრიაზე 2023-24 წლების სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მიმდინარეობა შეაფასეს და 2024-25 წლების სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტი დაგეგმეს.
ყურადღება გამახვილდა ნინოწმინდის მერიის მიერ 2023 წელს დანერგილი სამოქალაქო ბიუჯეტირების მექანიზმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მართვის პროცესებში მოსახლეობის ჩართვის საკითხზე.
საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, მერიის საბიუჯეტო – სამოქალაქო კომისიის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის დირექტორი ნინო რუხაძე, პროექტის მენეჯერი – გიორგი თვალიაშვილი, პროექტის კოორდინატორი – ოლგა ენდელაძე და პროექტის რეგიონული კოორდინატორი – მამუკა ბექაური.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, ადმინისტრაციული ერთეულების უმნიშვნელოვანესი პრობლემების გამოვლენას ემსახურება და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ გამოიყენონ და გაანაწილონ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.