Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე გადაადგილება თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, გადაადგილება თავისუფალია.

გეოლოგთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, მეწყრულ მონაკვეთზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მოეწყო ტერასები, ჯამურად 10 ტერასა ქვის ჩანართებით, რაც უზრუნველყოფს ფერდის სიმყარეს. ასევე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.

განხორციელებულ სამუშაოებს, დღეს დილიდან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილე ალუდა თუთისანთან ერთად გაეცნო.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები