ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველ მოადგილე ვასილ საღინაძესთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს გელა მამარდაშვილთან ერთად, ზოგიში-ცაგერას სასოფლო გზის მეორე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. რევაზ ახვლედიანმა სამუშაოების ხარისხიანად შესრულების და დაგეგმილ ვადებში განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
სამუშაოები, რომლის ღირებულება 877 778 ლარია, მთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.