Saturday, May 24, 2025
17.8 C
Tbilisi

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-სთან სამხედრო კონსულტაციების მორიგ რაუნდს მასპინძლობს

20-22 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით ნატო საერთაშორისო სამხედრო და საერთაშორისო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა ნატოსაქართველოს სამხედრო თანამშომლობის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ნატო სამხედრო კომიტეტთან თანამშრომლობის ფორმატით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების სტატუსი, ნატო სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სამუშაო გეგმის ერთობლივი შეფასების პროექტი და ასევე მიმოიხილეს პარტნიორობის სამომავლო გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ნატოსაქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სადაც გაეცნენ ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განვითარებულ შესაძლებლობებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე პროექტებს.

ნატო სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში წლის განმავლობაში იმართება სამუშაო შეხვედრების რამდენიმე რაუნდი, რაც ექსპერტთა დონეზე სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვის ფორმატს წარმოადგენს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები