Saturday, May 24, 2025
18.8 C
Tbilisi

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართება

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.

12:00 -16:45 – კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით

12:00 -19:00 – საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ქართული თემატიკის ნახატებისგან დამზადებული სტიკერები; ძველი ფოტოების გაცოცხლება; ნიღბების, მუზარადების, გვირგვინების დამზადება; თაბაშირის გაფერადება, ხეზე დროშის ხატვა, მინი მოლბერტებით მინი ესკიზის დამზადება, სახის მოხატვა; ზღაპრის გმირები.

13:00 / 15:00 / 17:30 აზოტის შოუ

⁠12:00-19:00 – სოციალური საწარმო ,,კოდალა“;

12:00 – 19:00 – საბავშვო კინოთეატრი: ქართული ანიმაციის ჩვენება

12:00 – 20:00 – სპორტის სივრცე – ფოტოზონები; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები; საგამოფენო სივრცე; ვირტუალური სივრცე; შეხვედრა სპორტსმენებთან.

12:00 – 20:00 – ღვინის სივრცე – ქვევრების ინსტალაცია; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ქართული ღვინის დეგუსტაცია.

12:00 – 19:00 – საგამოფენო სივრცე – ქართული ნაქარგების და ქსოვილების ნიმუშები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო აქტივობები.

12:00 – 19:00 – ყვავილების სივრცე – გარდენია შევარდნაძე;

⁠საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ხელნაკეთი ნივთების, თიხის მოხატვა, მწვანე გაკვეთილები;

სცენა – მუსიკალური ნომრები, საუბრები – ანიმაციაზე, ქართულ კინოზე, ტელევიზიაზე.

12:00 – 20:00 – კვების კუთხე და DJ

⁠17:10 – პრეზიდენტის სასახლის ეზო – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამბროლაურში, სახალხო ზეიმის მონაწილეებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ:

12:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

12:00-17:00 საბავშვო გასართობი პროგრამა: თამაშები, სამახსოვრო სუვენირების დამზადება;

13:00-15:00 ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;

12:00-18:00 მუსიკოსებისა და მსახიობების საზეიმო მსვლელობა;

12:00-20:00 რაჭული კულინარიის კუთხე;

12:00-20:00 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;

17:10 – ჰიმნი თავისუფლებას!

17:30-19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

26 მაისისთვის ემზადებიან მარნეულსა და ახალქალაქში.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით, მარნეულში, მემორიალთან – „კიდევაც დაიზრდებიან“ სახალხო ზეიმის მონაწილეები მრავალფეროვან ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

12:00 – 19:00 – ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა; სპორტული და გასართობი აქტივობები; სახელოსნო სივრცის აქტივობა; ბატუტი; სახის მოხატვა; ყვავილების გვირგვინები; „გიფერი“ და ფოტოს ბეჭდვა.

12:00-17:00 – პროექტი „ქართული ენა გვაერთიანებს“

13:00-13:15 – ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა

13:30 -14:00 მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები ოჩო ფეხების და ანიმაციური გმირების თანხლებით

14:00 – 15:00 – საბავშვო ცეკვის აქტივობა

15:00- 16:50 – ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი

17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ანსამბლი „მარგალიტი“ – ჰელიუმის ბუშტების ჰაერში გაეშვება

17:30 – 20:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრები კი მონაწილეობას შეძლებენ ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვაში, დაესწრებიან კონცერტს და სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობ აქტივობებს.

12:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა

12:00-18:00 კვების სივრცე

12:00-18:00 საგამოფენო სივრცე – „ქართული ენა გვაერთიანებს“

12:00-18:00 საბავშვო-გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: ზღაპრის გმირების გასართობი პროგრამა, სახის მოხატვა, ხატვის გაკვეთილები, გიგანტური ჭადრაკი, ყვავილების გვირგვინების დამზადება

13:00 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა

13:10 სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის სიტყვით გამოსვლები

14:00 ანიმაციური საცეკვაო თამაში

15:00-16:30 კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებით

16:30 – საპნის ბუშტების შოუ

16:45 – საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან ერთად

17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, ანსამბლი „მძლევარი“

კულმინაცია: ჰელიუმის ბუშტები

17:15 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში. რაბათის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, კოსტუმირებული მსვლელობები და კონცერტები მოეწყობა.

12:00 – 18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;

13:00 – 18:00 – კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერებთან ერთად; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები: სახატავი სივრცე; სახის მოხატვა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები