სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, მუნიციპალიტეტების მერებთან რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმილ ვადებში შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მერებთან თათბირზე სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბის ხელმძღვანელმა, ირაკლი გვენეტაძემ , სახელმწიფო რწმუნებულს ჩატარებული სეზონის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.
თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა, კლუბის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. “ტაო” საქართველოში პირველი ინტერმუნიციპალური კლუბია, რომელიც რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მიერ არის დაფუძნებული .
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გოჩა ბერიძე.