ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა და მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს პირადად მიულოცეს 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე.
მარიამ ვართანიანი, არფენიკ მანასიანი და სათენიკ აკობიანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ქალბატონები არიან.
მერმა და მერიის წარმომადგენლებმა ქალბატონებს თაიგულები, ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები მიართვეს.
„ყველა ქალბატონს ვულოცავ დღევანდელ დღეს. განსაკუთრებით ჩვენს ხანდაზმულებს, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის არიან და მხნეობას არ კარგავენ, ჯანმრთელობას, სიხარულს, სიკეთესა და ბედნიერებას გისურვებთ”, – განაცხადა მელქონ მაკარიამნა.
ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.