ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, წმინდა სარგისის საკათედრო ტაძრისა და „რაფაელ ჯავახეთის“ საგანმანათლებლო-კულტურულ-ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ტრადიციული სომხური ქადის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალს ნინოწმინდის მერი ანივარდ მისოიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ნინოწმინდელები ესწრებოდნენ.
ქადის ფესტივალზე 130-ზე მეტი სახეობა იყო წარმოდგენილი. გამოცხადდნენ გამარჯვებულები.
1 ადგილი – ანა მოსოიანი
II ადგილი – ფერჩანუშ კირაკოსიანი, მანუშაკ ღარსლიანი;
III ადგილი – არმენ პოღოსიანი, ანგელა მოსოიანი და რუზანა მეჰრაბიანი.
გამარჯვებულებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.