Sunday, November 24, 2024
2.8 C
Tbilisi

სენაკში ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ

საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღი განსაკუთრებულად აღინიშნება მის მშობლიურ ქალაქ სენაკში, სადაც დილიდან სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ჟიული შარტავას ბიუსტი გვინრგვინებით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება. შარტვას ბიუსტთან დილიდან მოდიან და პატივს მიაგებენ სენაკელები.

დღესვე სენაკში გაიხსნა ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა, საკათედრო ტაძარში ჩატარდა ჟიული შარტავას და აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.

დღესვე, სენაკის თეატრში ჟიული შარტავას ცხოვრების ამსახველი სპექტაკლის „დაბადების დღე” ჩვენება გაიმართება. სპექტაკლი რუსთავის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრალურმა დადგა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები