Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების სხდომები გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ არნაკ ჰახვერდიანმა კომისიის სხდომა გამართა.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ამავე კომისიის წევრები, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი.

კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ორი საკითხი:

  1. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შესახებ.

დღესევ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ არტავაზდ ტონოიანმა კომისიის სხდომა გამართა.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ამავე კომისიის წევრები, მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი.

კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ერთი საკითხი:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ․

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები