Saturday, May 10, 2025
26.8 C
Tbilisi

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ახალი სახანძრო მანქანა გადაეცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ ერთი ახალი სახანძრო მანქანა გადაეცა.

აღნიშნული მანქანები სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი და განკუთვნილია, როგორც ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, ადაპტირებულია ურბანულ ხანძრებზე.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, ახალი სახანძრო ავტომობილები დაათვალიერა და მეხანძრე-მაშველებს შეხვდა.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები