იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა.

ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები