Thursday, May 8, 2025
24.8 C
Tbilisi

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აცანა-აკეთისა და სუფსა-გულიანის დამაკავშირებელ გზებზე სამაგრი კედელი ეწყობა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.

აცანა-აკეთისა და სუფსა-გულიანის დამაკავშირებელ გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში აცანა-აკეთისა და სუფსა-გულიანის დამაკავშირებელ გზებზე სამაგრი კედელი ეწყობა.

სამუშაოების ღირებულება 8 245 542 ლარს შეადგენს და ის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები. სუფსა-გულიანის დამაკავშირებელ გზაზე 216 მ სამაგრი კედლის, ხოლო აცანა-აკეთის დამაკავშირებელ გზაზე 185 მ კედლის მოწყობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში 267 პროექტზეა ტენდერი გამოცხადებული, რისთვისაც 24 მლნ ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები