სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
ახალი მონაკვეთი მოიცავს 4-ზოლიან, 6.4 კმ-იან მაგისტრალს, 11 ხიდსა და 5 გვირაბს, ამ დროისათვის, ყველა ხიდი და გვირაბი უკვე აშენებულია.
ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთი, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, ახალი გზა გვერდს აუვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება.
მაგისტრალი შენდება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე საგზაო განათების სისტემით.
სურამის შემოვლითი გზა დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და საცობებისგან განტვირთავს, შეამცირებს გადაადგილების დროს და გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს.
მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.




