ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის გადაწყვეტილებით, სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალქალაქში, სოფელ არაგვას ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სათხილამურო ბაზაზე თხილამურებით სრიალში მუნიციპალური ჩემპიონატი ჩატარდა.
შეჯიბრება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ჩემპიონატში ვაჟთა სამი და გოგონათა 2 გუნდი ასპარეზობდა.
შეჯიბრი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და 30 სპორტსმენი მონაწილეობდა.
საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენები სიგელებით, თასებით , მედლებითა და სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.