Saturday, November 23, 2024
9.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ზუბის მოსახლეობას შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი და მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი სოფელ ზუბის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” შერჩეულ პრიორიტეტებზე, თემში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, სოფელში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენელი ზუბის ადმინისტრაციულ ერთეულში შიო ომანაძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მსგავსი ტიპის შეხვედრებს მოსახლეობასთან კვლავ გააგრძელებენ.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები