Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024“-ის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

სოფლებში მორიგი კრებები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დილისკაში, ჩუნჩხასა და პტენაში გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მერის პირველი მოადგილე, თეიმურაზ მჭედლიძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის რწმუნებულები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები განიხილეს და კენჭი უყარესი. მოსახლეობასთან დიალოგის რეჟიმში იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია – გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, მშენებლობა-რეაბილიტაციაა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.

დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის 922 000 ლარია გამოყოფილი.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები