ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს“, – წერს ზურაბიშვილი.
რუსი ოპოზიციონერი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი, 47 წლის ალექსეი ნავალნი ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში, უსაფრთხოების მხრივ მაქსიმალურად დაცულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა, რაც სავარაუდოდ განიხილება, როგორც პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც პუტინს მიეწერება.