Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

ნაიბ ასკეროვი: მარნეულის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის საკუთრებაში 8 000კვ.მ მიწაა და თუკი ახალი სკოლის მშენებლობა გადაწყდება, ადგილის პრობლემა არ გვექნება

GUARDIANGE – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნაიბ ასკეროვი აცხადებს, რომ 2022 წლის აპრილში მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე სკოლაში 6 საკლასო ოთახი და სამასწავლებლო გარემონტდა, ამავე დროს გაკეთდა სამედიცინო ოთახი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი

როგორც ასკეროვმა GUARDIANGE-ის ქართულ ენაზე განუცხადა, სკოლა 1926 წელს არის აშენებული და მისი სიძველიდან გამომდინარე, სასურველია ახალი სკოლა აშენდეს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ახმედ გაჯიევი (ხელმარცხნივ) და დირექტორი ნაიბ ასკეროვი (ხელმარჯვნივ)
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ახმედ გაჯიევი

„მოგეხსენებათ, საქართველოში 800-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია ან მშენებლობა არის დაგეგმილი და თუ ჩვენთანაც აშენდება ახალი სკოლა, ძალიან კარგი იქნება. ეს შენობა, სადაც ახლა ვიმყოფებით, თითქმის საუკუნისაა, 1926 წელს არის აშენებული. ჩემი დირექტორად დანიშვნიდან დღემდე 6 საკლასო ოთახი გავარემონტეთ, ამის გარდა სამასწავლებლოც და სამედიცინო ოთახიც. ახლა, თუ ახალი შენობის აშენება მოხდება, მაშინ დანარჩენი საკლასო ოთახების რემონტისგან თავს შევიკავებდით. მაისში ჩვენი რესურსცენტრის უფროსის, ბატონი ხანალი გახრამანოვის მხრიდან მეტი ინფორმაცია გვექნება ამ საკითხზე და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

GUARDIANGE-ის ფოტოებზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეები

„სკოლას საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს მფლობელობაში – 8 000 კვ.მ მიწაა ჩვენს საკუთრებაში და თუკი ახალი სკოლის მშენებლობა გადაწყდება, ადგილის პრობლემა არ გვექნება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის ეზო

(GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და ბუღალტერი ელშად აბდალოვი სკოლის ეზოში

„მშენებლობის პერიოდში არც სხვა სოფლის სკოლაში მოუწევთ ბავშვებს და პედაგოგებს გადასვლა და აქვე, ამ ძველ სკოლაში განაგრძობენ სწავლას. ეს კი ყველასათვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან თავიდან ავიცილებთ ტრანსპორტირების დამატებით ხარჯებს“, – განაცხადა ნაიბ ასკეროვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი

მისი ინფორმაციით, ულაშლოს საჯარო სკოლაში, წინაში წლებთან შედარებით ბავშვების რაოდენობა შემცირებულია და ამჟამად 80 მოსწავლე ირიცხება, საბაზო სკოლის 9 კლასის დასრულების შემდეგ კი, ისინი მეზობელ სოფლებში – კასუმლოსა ან აღმამედლოში განაგრძობენ სწავლას.

GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეები

სკოლაში ამჟამად 20 პედაგოგია, მათგან მხოლოდ სამია უსტატუსო, დანარჩენები კი უფროსი მასწავლებლის სტატუსს ფლობენ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლაში

დირექტორის განცხადებით, 2023-2024 სასწავლო წელს, ოქტომბრიდან, ულაშლოს საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლება დაიწყო და ამ ეტაპზე პროექტი დაწყებით კლასებში ხორციელდება, მომავალში კი, ბილინგვური სწავლება უფრო გაფართოვდება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ნაიბ ასკეროვი

ნაიბ ასკეროვმა მარნეულის სოფელ კასუმლოს სკოლა 2007 წელს დაამთავრა, შემდეგ უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად ბაქოში გაემგზავრა, იქ დაწყებული სწავლა საქართველოში განაგრძო და მარნეულის უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობა 2015 წელს ულაშლოს საჯარო სკოლაში ინფორმატიკის მასწავლებლად დაიწყო, 2017 წლიდან დღემდე კი პარალელურად ინგლისურ ენასაც ასწავლის, ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის აპრილში დაინიშნა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები