სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიშო ბიძინაშვილისა და პილოტების გარდაცვალების გამო.
„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის“, -აცხადებენ ტელეკომპანიაში.