საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას.
ამ დროისთვის, გადარჩენილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი 1 პირი, ექვსი ცხედარია ამოყვანილი, ხოლო 3 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
მთელი დღის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.