ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში 6 თებერვალს ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
მთის ჩამოსულმა მასამ დააგუბა მდინარე ყუმურის კალაპოტი, თუმცა რადგან ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდებული იყო, ჩამოშლილმა მასამ მისი შეჩერება ვერ შეძლო და მდინარე თავის კალაპოტს დაუბრუნდა.
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს მოლაპარაკება მოსახლეობასთან მათი უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მუნიციპალიტეტის მერს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი სამუშაოების წარმოების მიმდინარეობა.
ინფორმაციას და ფოტომასალას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.