ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ გუნდებს, რომლებმაც მინი ფეხბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და გეზრბენის შეჯიბრებებში წარმატებით იასპარეზეს, საჩუქრად სპორტული ფორმები გადასცა.
მოზარდ სპორტსმენებს საჩუქრები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა, განათლების, კულტურის, სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ხელმძღვანელმა ოლგა მელიქიძემ და ამავე სამსახურის განყოფილების უფროსმა აკაკი მელიქიძემ გადასცეს და მათ წარმატება უსურვეს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.