ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
დასკვნითი შეხვედრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სათხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: სათხაში, პატარა არაქალსა და დიდ არაქალში გაიმართა.
მოსახლეობამ შემდეგი პროექტები აირჩია:
– სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
– სოფლის სასაფლაოს შემოღობვა;
– სანიაღვრე არხების მშენებლობა;
– სარწყავი სისტემის მოწყობა – რეაბილიტაცია;
– საბავშვო ბაღის მოედნის კეთილმოწყობა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 2012 წლიდან ამოქმედდა და მიმართულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის (შიდა სასოფლო გზების, გარე განათების, სკვერების, სასმელი წყლის სისტემის და სხვა) გაუმჯობესება-მოწყობაზე. ადგილობრივები, საერთო კრებებზე, ხმათა უმრავლესობით, თავად წყვეტენ რისი მოგვარება სურთ სოფელში და როგორ განკარგონ სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.