Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის ქვეპროგრამა ხორციელდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის ქვეპროგრამა ხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 1 575 000 ლარია გათვალისწინებული. მათ შორის, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის 10 ქვეპროგრამით და 17 სახის სოციალური დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

აღნიშნული წესი განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებული პირებისათვის-დევნილებისათვის, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.

🔹 მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება;
🔹 ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება;
🔹 მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება;
🔹 მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება;
🔹 ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება;
🔹 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა;
🔹 სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის;
🔹ერთჯერად დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
🔹 მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება;
🔹 იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება;
🔹 უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
🔹 სოციალური დახმარება ხანძრის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახებისთვის;
🔹 იძულებით გადაადგილებული პირების-დევნილების ფინანსური დახმარება;
🔹 ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება;
🔹 მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფების ფინანსური დახმარება;
🔹 უხუცესთა სოციალური დახმარება;
🔹 შშმ პირთა სოციალური დახმარება;
🔹 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური დახმარება;
🔹 ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება;
🔹 უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა;
🔹 ფასიანი სწავლების დაფინანსება;
🔹ა(ა)იპ სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლების დაფინანსება;
🔹შშმ სტატუსის მქონე პირების ფინანსური დახმარება;
🔹შშმ ბავშვების ფინანსური დახმარება;
🔹 შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება;
🔹 თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება;
🔹 ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება;
🔹 ავასტინის ინექციის დაფინანსება
👉 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესს დეტალურად გაეცანით ბმულზე  

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები