Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განძის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტები განიხილეს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 24 იანვარს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განძის ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: განძა, საღამო/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.

საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, საკრებულოს წევრები არნაკ ჰახვერდიანი, დავიდ დურგარიანი, მერიიდან, მერი ანივარდ მოსოიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი, განძის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ორ თებერვლამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები