Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

ნინოწმინდაში, ჰაიოს-ქართლოსის პარკში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა

23 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ნინოწმინდაში, ჰაიოს-ქართლოსის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საახალწლო-სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. სადღესასწაულო ღონისძიება 14:00 საათზე ორკესტრისა და ზღაპრის გმირების აღლუმით დაიწყო.

ხელსაქმის ოსტატებმა თავიანთი ორიგინალური ნამუშევრები პატარა სახლებში წარმოადგინეს.

თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ ბავშვების დღე განსაკუთრებული გახადეს. სუვენირად ბავშვებმა მათგან სიმბოლური საახალწლო საჩუქრები მიიღეს.

საღამოს მუსიკალური ნაწილი ზუკა ხუციშვილმა ბენდის წევრებთან და ნინოწმინდის სამუსიკო სკოლასთან ერთად უზრუნველყო.
სადღესასწაულო დღე ფეიერვერკით დასრულდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები