Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.

სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განსახილველი იყო ერთი საკითხი:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 9 (ცხრა) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.

დღის წესრიგის საკითხი ერთხმად დამტკიცდა.

დღესვე, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ჯემალ ხმალაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებსა და საკრებულოს წევრებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამა გააცნო. ​​​​​​​

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები