ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – პატარა ხანჩალში, ყულალისში და როდიონოვკაში ახალაშენებული საბავშვო ბაღები საზეიმოდ გაიხსნა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, რომლებიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა და საკრებულოს თავმჯოდმარემ ვაან აროიანმა პატარა ხანჩალში, ყულალისში და როდიონოვკაში საზეიმოდ გახსნეს, მოსახლეობის თხოვნით აშენდა, რადგან ათწლეულების განმავლობაში ამ სოფლებში საბავშვო ბაღი არ იყო.
საბავშვო ბაღების გახსნას ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანიც ესწრებოდა.
მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, ახალაშენებული სავშვო ბაღებში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რათა პატარებმა შესაბამისი სკოლამდელი განათლება მიიღონ.