მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: „ბორია, შენი ბედი და გადარჩენა ისევ ჩვენს ხელშია და გაითვალისწინე ეს შემდეგი სიგიჟეების ჩადენის წინ“

„გუშინდელმა კობახიძემ ძალიან დააჩქარა საერთაშორისო სამართლებრივი რეაგირება და ახლა საერთაშორისო მანქანა მთელი ძალით ამოქმედდება.

ერთპიროვნულად პოლონეთის მთავრობას რომ აბრალებენ ეუთოს დასკვნებს და ამას ჩემთან მეგობრობით ხსნიან, ჯერ ერთი მე მხოლოდ პოლონეთთან არ ვმეგობრობ, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის პოლიტიკოსთან.

ქოცებს უბრალოდ მოკლე მეხსიერების გამო, ეტყობა მიავიწყდათ, რომ შარშან ჩამოსული იყო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (სხვათა შორის ფინეთის პრეზიდენტთანაც ვმეგობრობ) და ის რუსთაველზე მისვლისთვის დააჯარიმეს და ამათ ჰგონიათ ასეთ რამეს ვინმე გაუტარებდა?

ივანიშვილს თავისი გაუნათლებლობის გამო ჰგონია, რომ მსოფლიოს ჩვენთვის არ სცალია და ბესპრედელშიკობს ბოლომდე. ზუსტად ასე ეგონა ფილიპინების პრეზიდენტ დუტერტეს, რომელზეც საქმე ჰააგამ აღძრა სწორედ საკუთარი ხალხისადმი მოპყრობის გამო, ისევე როგორც კენიის პრეზიდენტზე საქმე აღიძრა დემონსტრანტების უხეში დარბევების და პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების გამო. ორივეს საქმე გადაეცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.

ლუკაშენკოზეც არის საქმე, მაგრამ იეშმაკა და პოლიტპატიმრები გაუშვა და ივანიშვილი რა წითელი კოჭია, რომ ვინმემ დაინდოს?

ხოდა თუ ამას ჰგონია, რომ საქართველოშია და არავინ გადასცემს, ზუსტად ეგრე ეგონა დუტერტესაც და გარანტიისთვის თავის შემდეგ საკუთარი შვილი დატოვა ვიცე-პრეზიდენტად, მაგრამ შიგნით ჩამოეშალა სიტუაცია და დურტეტემ თავი ამოყო ჰააგაში, ხოდა ბორია, შენი ბედი და გადარჩენა ისევ ჩვენს ხელშია და გაითვალისწინე ეს შემდეგი სიგიჟეების ჩადენის წინ“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები