ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ რუბენ პალიანმა, 100 წელს გადაცილებულ ქალბატონ თამარა გვარამაძეს დედის დღე მიულოცეს.
თამარა გვარამაძე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ქალბატონია.
თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა მას მერიის მიერ გამოყოფილ ფულად საჩუქართან ერთად ყვავილების თაიგული გადასცეს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

