„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026“-ის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სოღომონ ასლანიანი მერიის წარმომადგენლებთან ერთად ხოსპიოს თემის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლებში ჩატარებულ საერთო კრებებზე მოსახლეობისათვის პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენის მიზნით დასახელდა მიმართულებები, რომლებიც 2026 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსებით განხორციელდება.
პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტს გამოეყო 922 000 ლარი. თითოეულ სოფელს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით გადაეცა განსაზღვრული თანხა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

