„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026-ის“ ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი არა მოვსესიანი და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი არტურ დავთიანი, სოფლების – კოთელიის, აზავრეთის,ბურნაშეთის, ლომატურცხის, ტურცხის, მოდეგამის, ბეჟანოს, ალათუმანის, კოჩიოს, სირკვას, აგანას, არაგვას, მაჭატიის, ორჯასა და კორხისა მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, წინასწარ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფები შეხვედრებს მართავენ, სოფლის საერთო კრებების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს იმ პროექტებს, რომლებიც კონკრეტული სოფლისთვის პრიორიტეტულია.
მოქალაქეთა გადაწყვეტილებით, შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის 922 000 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

