ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტები განიხილეს

ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლების ძულუხის, სულორის, დიხაშხოს, ზენობნის და სალხინოს მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე დასახელდა რამდენიმე პროექტი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია: ფეხბურთის მინი სტადიონის და შესაბამისი ინფრასრუქტურის მოწყობა; შიდა საუბნო გზების მოწესრიგება; ომში დაღუპულთა მომორიალის და მის ირგვლივ სკვერის მოწყობა; არსებული სტადიონებისა და სკვერების რეაბილიტაცია;

შეხვედრებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შემოსულ პროექტებზე მუშაობა უმოკლეს ვადაში დაიწყება.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები