ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026“-ის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026“-ის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები  ამჯერად ეშტიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში იმყოფებოდნენ.
მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები სოფლების – ეშტიის, თორიის, უჩმანისა და ყაურმის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლის კრებებზე ადგილობრივების საჭიროებებზე გამახვილდა ყურადღება, განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტული პროექტი შეარჩიეს, რომელიც 2026 წელს განხორციელდება.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები