ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მელქონ მაკარიანი ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას დეტალურად გაეცნო. მერის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, ინფორმაცია წარმოადგინეს სოფლებში არსებული ვითარებისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.
შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და სხვა აქტუალურ პროექტებზე. ყურადღება დაეთმო 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს, მათი დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებს.
აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პრიორიტეტები, სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და მოსახლეობის ინტერესებსის გათვალისწინებით განხორციელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026-ის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 16 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვლამდე გაგრძელდება.
2026 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ 922 000 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

