ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

დღეს საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გორელოვკის ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: გორელოვკა, ორლოვკა, ჟდანოვი, სამება, სპასოვკა, ეფრემოვკა/.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გადაწყდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მერმა, ანივარდ მოსოიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაგინაკ არზუმანიანმა, საკრებულოს წევრმა მუხამედ ბერიძემ,  საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლებმა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში 19 თებერვლამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები