სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ხელმძღვანელ პირებს 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნეს. იმსჯელეს ინიციატივებზე, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას.
შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს, ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელოვან როლს მუნიციპალიტეტის განვითარებაში და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად სრული მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის მერის მოადგილეები — თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამშრომლები.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

