ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება 2026 წელსაც გრძელდება

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, 2025 წლის სექტემბერი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება 2026 წელსაც გრძელდება.

აღნიშნული დაფინანსების მიღება შეუძლიათ:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად, ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობის ამავე დაავადებისთვის) დაფინანსება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია), დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“; ქვეპუნქტი და მის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 800 ლარს, დაფინანსება მოხდეს შემდეგი ლიმიტებით:

ბ.ა) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა არის 800-დან 1000 ლარამდე, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი /გადახდილი თანხის , 30%-მდე არაუმეტეს 300 ლარისა;

ბ.ბ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 1000 ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე არაუმეტეს 1000 ლარისა;

ბ.გ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 5000 ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება /აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე არაუმეტეს, 1500 ლარისა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ.) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);

ა.თ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „გ“ პუნქტისთვის).

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ოჯახის წევრი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში);

ბ.ზ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე მუხლის 1 ქვემუხლის „გ“ პუნქტისთვის);

ბ.თ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

  1. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).

ბ. დ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 10 000 ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის,(30%) არაუმეტეს, 2000 ლარისა.

გ) შშმ ბავშვის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურეობისთვის მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე,არაუმეტეს 1500 ლარისა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები