ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მაგისტრალური მნიშვნელობის გზებთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით, უწყვეტად იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.
მერიის ცნობით, ამ ეტაპისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილება თავისუფალია.
ყინულისა და თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოებში მუნიციპალური სამსახურებისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანის ტექნიკა აქტიურად არის ჩართული.

