2025 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 10 პროექტი განხორციელდა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზაკვის, მაჭატიის, ბარალეთის, ბავრაის, ბოზალის, ჩამძვრალას, ხორენიისა და გოგაშენის სპორტულ მოედნებს.
განახლდა სოფელ ხანდოში მდებარე სპორტული დარბაზები და ახალქალაქში მიმდინარეობს სპორტული დარბაზის მშენებლობა.
პროექტების ჯამური ღირებულება 1 723 767 ლარს შეადგენს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

