სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის 8 კმ-იანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ლანჩხუთი-ლესას 8 კმ-იანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი.

სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი გადის გურიის რეგიონში და გვერდს აუვლის ქალაქ ლანჩხუთისა და სოფლების – გვიმბალაირის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის დასახლებულ ნაწილს.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციედება, რომლის საერთო მოცულობა 324.6 მილიონი ლარია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები