საფრანგეთის ელჩი ახალქალაქში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, საფრანგეთის ელჩი იმყოფება ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთში, საქართველოს რეგიონში, რომელიც გამოირჩევა თავისი კულტურული მრავალფეროვნებითა და მრავალრიცხოვანი ძველი სომხური მოსახლეობით, – ამის შესახებ საქართველოში საფრნაგეთის საელჩო სოციალურ ქსელში იტყობინება.

„დეკემბრის პირველ თოვლში ამ ულამაზეს რეგიონში ვიზიტის მიზანია, დაადასტუროს ჩვენი პატივისცემა ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და ერთგულება – სომხური თემის მიმართ, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოს სიმდიდრეში. ელჩი შეხვდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, რეგიონში მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე მამა ნჩანს სომხური სამოციქულო ეკლესიიდან.

მადლობა ახალქალაქის თბილ და სტუმართმოყვარე სომხურ საზოგადოებას მასპინძლობისა და გემრიელი კერძებისთვის!“ – წერია საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები