ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები საგნის „მე და საზოგადოება“ ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს, ანივარდ მოსოიანს შეხვდნენ.
შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩატარდა. ბავშვებმა წინასწარ მოამზადეს საინტერესო და მრავალფეროვანი კითხვები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობასა და მუნიციპალიტეტის გეგმებს ეხებოდა.
შეხვედრის ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება — ბავშვებმა უკეთ გაიგეს, რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე და როგორ მუშაობს მერია.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

