ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლომატურცხში, ახალი, მრავალფუნქციური სპორტული მოედანის მშენებლობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურულ პროექტს მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, არტურ დავთიანი ადგილზე გაეცნო.
სამშენებლო პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 75 775 ლარს შეადგენს.
სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი სტადიონებისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

