ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი, რომელიც 2 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ორ ეტაპად ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა გზის სავალი ნაწილი, წყალარინები მოეწყო და მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგება. გზის მოასფალტების შემდეგ საგზაო ნიშნები დამონტაჟდება.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 611 000 ლარია, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

